წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
15:11 09.03.2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი", ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, ვ.მ.-ს კუთვნილი სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები და სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3409 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3409 ლარი შეეფარდა.
ბეჭდვა