ქუთაისში პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ქუთაისის წარმომადგენელი მადონა ბასილაძე არ ადასტურებს
და აცხადებს, რომ საპატიმროში ამ დროისთვის სიმშვიდეა.
პატიმრის შესაძლო გარდაცვალებასთან დაკავშირებით პატიმრის ახლობლებმა „ნიუსპრესის“ ქუთაისის ბიუროს კორესპონდენტს პირადად აცნობეს.
როგორც კორესპონდენტი იუწყება, ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებასთან ამ წუთებში პატიმრების ახლობლები მსჯავრდებულების სანახავად არიან შეკრებილი.
როგორც „ნიუსპრესის“ კორესპონდენტთან საუბრისას ყვებიან, მათ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია პოლიციელისგან შემთხვევით მოისმინეს.
მათი განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა, სადაც მან მხოლოდ 5 წუთი დაჰყო.
რამდენიმე მათგანმა პრემიერთან გასაუბრება მოახერხა, რომელიც მათ დახმარებას დაპირდა.
როგორც პატიმრების ახლობლები ამბობენ, მერაბიშვილმა მათ განუცხადა, რომ ციხეში სიმშვიდეა.
