შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე აღსრულების ღონისძიება გადადო
შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე აღსრულების ღონისძიება გადადო
12:11 18.02.2021
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვერილების აღსრულება გადადო.

ამის მიზეზად უწყება პრმიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას გადადგომას ასახელებს.

"პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სეუფარდა, მანამ კი მას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა.

ბეჭდვა