ხატია დეკანოიძე მწვავე და პროტესტით აღსავსე გაზაფხულს აანონსებს
ხატია დეკანოიძე მწვავე და პროტესტით აღსავსე გაზაფხულს აანონსებს
14:24 16.02.2021
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში პოლიტიკურად მწვავე და პროტესტით აღსავსე გაზაფხული გველოდება.

ეს განცხადება დეკანოიძემ პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ კენჭისყრამდე ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

„ჩვენთვის იწყება ძალიან მწვავე, პროტესტით აღსავსე და მნიშვნელოვანი გაზაფხული“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ბეჭდვა