სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომლებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომლებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
11:39 20.09.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაკავებული თანამშრომლების პროცესი უკვე დასრულდა.

სასამართლომ თერთმეტივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

6 დაკავებულს - ლევან ფურცხვანიძეს, ოლეგ ფაცაციას, გელა ცომაიას, რომან ფხალაძეს, ბორის ფარულავას და კახა ჩიკვიტაძეს ბრალი წამების მუხლით წაეყენა, ხუთ დაკავებულს კი - გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას, ვიქტორ ყაჭეიშვილს, გიორგი კურცხალიას და მანუჩარ ლომთაძეს პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდება წარედგინა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 8 ნოემბერს გაიმართება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში მოქმედებდა რამდენიმე ორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც პატიმართა უფლებებს არღვევდნენ და ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დამნაშავე პირების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.

ბეჭდვა