თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაკავებული თანამშრომლების აღმკვეთი ღონისძიების
შეფარდების საკითხის განხილვას იწყება.
ათი ეჭვმიტანილიდან ცხრა გლდანის მე-8 საპყრობილის თანამშრომელია. ისინი უკვე საქალაქო სასამართლოში არიან.
დაკავებულებს სისხლის სამართლის 144-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით აქვთ ბრალი წაყენებული, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით ადამიანის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ითვალისწინებს.
პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, თანამდებობის 10 პირი დააკავეს, ხოლო ერთი - იძებნება.
დაკავებულია - გაგა მკურნალიძე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ხუჭუა - გლდანის მე-8 საპყრობილეს დირექტორი, ვიქტორ ყაჭეიშვილი - საპყრობილეს დირექტორის მოადგილე, ლევან ფურცხვანიძე - საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, გიორგი კვარაცხელია - საპყრობილეს რეჟიმის უფროსი ინსპექტორი, ოლეგ ფაცაცია - რეჟიმის განყოფილების უფროსი, მანუჩარ ლომთაძე - საპყრობილეს კონტროლის ინსპექტორი, გელა ცომაია - საპყრობილეს ოპერატიული მორიგე, ლევან ფხალაძე - საპყრობილეს კონტროლიორი და ბორის ფარულავა - საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი.
ძებნაა გამოცხადებული ვლადიმერ ბედუკაძეზე, რომელიც საპყრობილის მორიგე ინსპექტორი იყო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში მოქმდებდა რამდენიმე ორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც პატიმართა უფლებებს არღვევდნენ და ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებსაც. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დამნაშავე პირების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.
