ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის პირის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გადაცემის გამო შსს-ს 3 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის პირის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გადაცემის გამო შსს-ს 3 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს
16:10 30.01.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დასკვნის საფუძველზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ორი უბნის ინსპექტორი და ფოთის საქალაქო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი სამსახურიდან დაითხოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების მიზნით, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა და კონკრეტული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოიძია.

პოლიციის თანამშრომელმა მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა.

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, აღნიშნული პირები დათხოვნილი არიან სამსახურიდან.

ბეჭდვა