საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, გლდანის მე-8 დაწესებულებაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ, რომლებიც ციხის ბადრაგს ჩაანაცვლებენ.
დაწესებულებაში უკვე რამდენიმე საათია პრემიერ-მინისტრის აპარატის საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი იმყოფება.
„მათ დავალებული აქვთ ყველა პატიმრის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა“-აღნიშნა უტიაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ასევე უზრუნველყოფს, რომ ყველა პატიმარს რადიოს მოსმენისა და ტელევიზორის ყურების საშუალება ჰქონდეს.
უტიაშვილის განცხადებით, ჩანაცვლება ყველა ციხეში მიმდინარეობს.
საპატრულო პოლიციის ჯგუფების ციხეებში შეყვანა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს რამდენიმე საათის წინ დაავალა. მისი თქმით, ეს იქნება დროებითი ღონისძიება, სანამ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირება არ მოხდება.
