აფხაზური მხარე განმუხურის ინციდენტთან კავშირს უარყოფს
აფხაზური მხარე განმუხურის ინციდენტთან კავშირს უარყოფს
18:27 04.03.2012
სოფელ განმუხურში დღეს გამთენიისას მომხდარ ინციდენტთან კავშირს დე-ფაქტო აფხაზეთში გამორიცხავენ.  ამის შესახებ კომენტარი გალის რაიონის ძალოვანი სტრუქტურის კოორდინატორმა ლავრენტი მიკვაბიამ გააკეთა.
"აპსნი პრესი" ინფორმაციით, მიკვაბიას აცხადებს, რომ დღეს დილას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ავტომატის სროლის ხმა განმუხურის მხიდან დილის 4-6 საათზე გაიგეს.
"მსროლელები საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოძებნონ და არა აფხაზეთის" - აღნიშნა მან.
საქართველოს შსს ინფორმაციით, დღეს გამთენიისას, 3:20 საათზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა, ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა სოფელ განმუხურთან, ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბეჭდვა