თბილისში ხვალ კონფერენცია "ქალბატონები სამართალდამცავ სტრუქტურებში" ჩატარდება.
კონფერენციას ამერიკის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე გახსნიან.
როგორც "ნიუსპრესს" ამერიკის საელჩოს პრესსამსახურში განუცხადეს, კონფერენციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ატარებს
მათივე ინფორმაციით, კონფერენცია სასტუმრო "რედისონში" ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მას დაახლოებით 150 პოლიციელი ქალი დაესწრება.
