გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს საერთო გამარჯვებაა!
გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს საერთო გამარჯვებაა!
15:48 21.01.2021
ეს საერთო გამარჯვებაა! - ასე ეხმაურება საქარტველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საკუთარ გვერდზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!

დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!

ეს საერთო გამარჯვებაა!“ - აცხადებს გიორგი გახარია.
ბეჭდვა