„მე-9 არხმა“ არასრულწლოვანი პატიმრების ძალადობის ფაქტების ამსახველი კადრები გაავრცელა
„მე-9 არხმა“ არასრულწლოვანი პატიმრების ძალადობის ფაქტების ამსახველი კადრები გაავრცელა
13:04 19.09.2012
ტელეკომპანია მე-9 არხმა დღეს ახალი ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელზეც არასრულწლოვანთა წამების ფაქტებია ასახული.

მასალაში გადაღებულია როგორ აიძულებდნენ საპყრობილის თანამშრომლები არასრულწლოვან პატიმრებს ე.წ. კანონიერი ქურდების მისამართით შეგინებას.

მასალაში დაფიქსირებულია პატიმრების ცემის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და სექსუალური ძალადობის ფაქტები.

გუშინ ტელეკომპანია „მაესტრომ“ და „მე-9 არხმა“ გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრების წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები გაავრცელეს.


ბეჭდვა