„სამართლიანი არჩევნები“ შესაბამის ორგანოებს სასჯელაღსრულების სისტემაში ძალადობის ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
„სამართლიანი არჩევნები“ შესაბამის ორგანოებს სასჯელაღსრულების სისტემაში ძალადობის ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
10:38 19.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ გლდანის მე-8 საპყრობილეში  პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კადრებში დაფიქსირებული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება შემზარავ ფაქტთან დაკავშრებით და დააყენონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

„სამართლიანი არჩევნები“ აგრეთვე მოუწოდებს სახალხო დამცველს შეისწავლოს და მყისიერად იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ბეჭდვა