პატიმრების უფლებების დარღვევის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ,
წუხელ გლდანის მე-8 საპყობილესთან კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა.
დაწესებულებასთან კოალიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და პატიმართა ოჯახის წევრები მივიდნენ.
აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღავნელთა პასუხისგებაში მიცემას და დამნაშავე პირთა დასჯას მოითხოვდნენ.
გლდანის ციხესთან გამართული აქციის პარალელურად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა აქცია ფილარომიანთანაც გამართეს.
მათ თავდაპირველად მელიქიშვილის გამზირი, ხოლო შემდეგ კოსტავას ქუჩა გადაკეტეს. აქციას არასამთავრობო ორგანოზაციები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ისინი სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელ პირთა გათავისუფლების ვადა დღეს 12 საათამდე მისცეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 12:00 საათამდე სასჯელაღსრულებისა და შს მინისტრები თანამდებობებს არ დატოვებენ, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ.
