სენაკში დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
სენაკში დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
12:58 18.12.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, სენაკის რაიონში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ბეჭდვა