მებაჟეებმა 174 923 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
მებაჟეებმა 174 923 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
16:48 14.12.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზვრა.

აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 174 923 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის (საერთო წონით 3 224 კილოგრამი) შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ბეჭდვა