საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტების შემფასებელი მისია იმყოფება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ექსპერტთა
ჯგუფი საქართველოს შსს-ს ეწვია და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საზღვრის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ქვეყანაში საზღვრის მართვის სისტემები განიხილეს.
ექსპერტები პოლიციის აკადემიაში იმყოფებოდნენ და აკადემიის სასწავლო კურსებს გაეცნენ. დაგეგმილია მათი ვიზიტი მომსახურების სააგენტოში და „წითელ ხიდზე" - სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.
ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს 21 სექტემბერს დატოვებს.
