ცაგერში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
ცაგერში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
17:59 17.09.2012
ცაგერში დღეს, პოლიციის ახალი შენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გახსნა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ახალ შენობაში ცაგერის რაიონული სამმართველო განთავსდა.

თანამედროვე ტექნიკით აჭღურვილ განყოფილებაში 25 თანამშრომელი მუშაობს. ისინი ცაგერის რაიონის 54 სოფელს მოემსახურებიან.

რეგიონში უკვე გახსნილია პოლიციის 8 ახალი შენობა. უახლოეს მომავალში კიდევ 4 განყოფილების გახსნაა დაგეგმილი.

ბეჭდვა