სოფელ განმუხურთან ვითარება სტაბილურია
სოფელ განმუხურთან ვითარება სტაბილურია
16:14 04.03.2012
სოფელ განმუხურთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა "ნიუსპრესთან" განაცხადა.   

"ამ დროისთვის სოფელ განმუხურთან სიმშვიდეა და ქართული პოლიციის საგუშაგოც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,"- აღნიშნა უტიაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, თანდამსხმელების ვინაობა გაურკვეველია.

შსს ინფორმაციით, დღეს გამთენიისას, 3:20 საათზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა, ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა სოფელ განმუხურთან, ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბეჭდვა