ბათუმში, ნავთობტერმინალთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბათუმში, ნავთობტერმინალთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
12:34 16.11.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად,  ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი არ დადასტურდა. ცეცხლი ეკიდა საწვავმზიდი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს. ოპერატიული მუშაობის შედეგად, რამდენიმე წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა.

ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური.
ბეჭდვა