სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მაკონტროლირებელი აუდიტის კომიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მაკონტროლირებელი აუდიტის კომიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
17:19 16.09.2012
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის აღსრულების მაკონტროლირებელი აუდიტის კომიტეტს შორის ორმხრივი  თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ და ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის აღსრულების მაკონტროლირებელი აუდიტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ომარხან ოქსიკბაიევმა მოაწერეს.

უმაღლესი აუდიტორული ორგანოს საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) მიერ დაწესებული მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებით, მხარეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას სხვადასხვა ძირითად საკითხებზე.

ხელშეკრულების ძირითადი საკითხებია - გარე სახელმწიფო აუდიტის მეთოდოლოგიასა და პროცედურებში გამოცდილების გაზიარება; პროფესიული ტრენინგი და თანამშრომელთა პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესება; მხარეთა პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლა-გამოცვლა; კონსულტაციების, ერთობლივი კვლევების და აუდიტის, სემინარების, კონფერენციების და ტექნიკური შეხვედრების გამართვა.

ბეჭდვა