სროლა ავჭალაში - მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს
სროლა ავჭალაში - მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს
15:33 23.10.2020
ავჭალაში, სარაჯიშვილის გამზირზე ავტომობილში მამაკაცი ჩაცხრილეს.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცის მიმართულებით 5-ჯერ ან 6-ჯერ გაისროლეს. ჯერჯერობით უცნობია როგორც მოკლულის, ასევე მკვლელის ვინაობა და მკვლელობის მოტივი.

თეთრი “KIA”-ს ფირმის ავტომობილის დათვალიერების შემდეგ ქესპერტ-კრიმინალისტებმა აღმოაჩინეს იარაღი, რომელიც გარდაცლილს ხელში ეჭირა, იგი სავარაუდოდ საპასუხო გასროლას აპირებდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფია მობილიზებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - იარაღის უკანონო ტარება-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.


ბეჭდვა