პოლიციამ თბილისში მომხდარი მოპედის ქურდობის ფაქტი გახსნა
პოლიციამ თბილისში მომხდარი მოპედის ქურდობის ფაქტი გახსნა
00:54 11.10.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა მოქალაქის კუთვნილი მოპედის ქურდობაში არასრულწლოვნები გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე შ.გ.-მ, რომელიც კომპანია "გლოვოს" თანამშრომელია, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკზე რამდენიმე წუთით დატოვა თავისი მოპედი, თვითონ ჰიპერმარკეტ "აგროჰაბში" შევიდა შეკვეთის ასაღებად, უკან დაბრუნებულს კი მოპედი ადგილზე აღარ დახვდა. შ.გ.-მ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოს მიმართა და კუთვნილი მოპედის ქურდობის ფაქტი დააფიქსირა.

პოლიციამ ნაქურდალი მოპედი ისანი-სამგორის რაიონში იპოვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
ბეჭდვა