საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ბრიუსელში გაემგზავრებიან
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ბრიუსელში გაემგზავრებიან
10:01 15.09.2012
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები დღეს ბრიუსელში გაემგზავრებიან, სადაც ისინი ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

როგორც „ნიუსპრესს“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, ევროპარლამენტის წევრებს იმ უკანონობებს გააცნობენ, რასაც მისი თქმით, ხელისუფლება ადვოკატების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ახორცილებს.

„სააკაშვილის რეჟიმი უკვე გადავიდა ადვოკატებისა და მათი ოჯახის წევრების დევნაზე, რისი ნათელი მაგალითია ადვოკატ ირმა ჭკადუას შვილის უკანონოდ დაკავება. გვინდა, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენლებს გავაცნოთ როგორ უსწორდება ხელისუფლება ადვოკატებსა და მათ ოჯახებს“ - განაცხადა ხატიაშვილმა.

მისივე თქმით, ბრიუსელში მასთან ერთად ადვოკატები გელა ნიკოლაიშვილი, ირმა ჭკადუა, სოსო ბარათაშვილი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიემგზავრებიან.

ხატიაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან ადვოკატების მიმართ განხორცილებულ ქმედებებზე 18 სექტემბერს ევროპარლამენტთან აქციასაც გამართავენ.

ბეჭდვა