თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
16:33 29.09.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად,  თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

შეტყობინებაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ფაქტი დაადასტურეს და დაუყონებლივ დაიწყეს ქრობითი სამუშაოები.

იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ მისი სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ბეჭდვა