მიხეილ ალექსიძის დედა 53-ე სკოლის დირექტორის მუქარების ჩანაწერებს გამოაქვეყნებს
მიხეილ ალექსიძის დედა 53-ე სკოლის დირექტორის მუქარების ჩანაწერებს გამოაქვეყნებს
13:47 04.03.2012
53-ე სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის დედა, სკოლის დირექტორის ტარას შავშიშვილის მუქარების ფარულ ჩანაწერებს გამოაქვეყნებს.   ამის შესახებ ლალი ლეკიშვილმა "ნიუსპრესს" განუცხადა.

"ტარას შავშიშვილი არაერთხელ დამმუქრებია, რომ მეორე შვილსაც გამიგდებდა სკოლიდან. შესაბამისი ქმედებებიც უკვე დაწყებული აქვს. ყოველ შეხვედრაზე ცინიკურად მეუბნებოდა, ხომ გაგიგდე შვილიო. მისი ყოველი ამ საქციელის დამადასტურებელი ფარული ჩანაწერი მაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებ",- განაცხადა ლალი ლეკიშვილმა.

გარდა ამისა, ლეკიშვილის განმარტებით, ისინი დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას შემდეგ, რაც მიხეილ ალექსიძეს უკანონო ბრალდება მოეხსება, გადაწყვეტენ რომელ საჯარო სკოლაში გააგრძელებს ის სწავლას.

მიხეილ ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს. ოფიციალური ინფორმაციით, მან სკოლის შინაგანაწესი დაარღვია, რის შემდეგადაც დისციპლინარულმა საბჭომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე მოსწავლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

განათლების სამინისტროს ონფორმაციით, მიხეილ ალექსიძე უკვე ორი თვეა თბილისის 77-ე სკოლაში ირიცხება. გარდა ამისა, მე-20, 122-ე და 124-ე სკოლები ოჯახის სურვილის შემთხვევაში მიხეილ ალექსიძის მიღებაზე მზადყოფნას აცხადებენ.

ბეჭდვა