ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
18:31 24.09.2020
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 37,240 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


ბეჭდვა