განმუხურთან ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს
განმუხურთან ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს
13:23 04.03.2012
ოკუპორებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა ექვსმა პირმა გუშინ ღამით, ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნა.


ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"4 მარტს, 3 საათზე და 20 წუთზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით, სოფელ განმუხურთან. თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური იარაღი და "რპგ 7"-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლამ დაახლოებით ათი წუთი გასტანა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები მიიმალნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე,"- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალას აღკვეთოს და თავი შეიკავოს შეიარაღებული პროვოკაციებისგან.

ბეჭდვა