გარდაბანში, სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
გარდაბანში, სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
14:19 16.09.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში ხანძარი იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები გამოცხადნენ უმოკლეს დროში. მათი ინფორმაციით, ხანძარი იყო ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ. დაშავებული არავინ არის.

ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი.
ბეჭდვა