შუახევში ორი უკანონო სახერხი გამოავლინეს
შუახევში ორი უკანონო სახერხი გამოავლინეს
13:47 10.09.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარაში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის გადამამუშავებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოავლინეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტომაშეთსა და ფურტიოში. მოქალაქეებს სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

ვინაიდან ორივე სამართალდარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ბეჭდვა