მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გაეროს ასოციაციასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდება
მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გაეროს ასოციაციასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდება
09:17 13.09.2012
იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლ „კარიტასში“ დღეს გაეროს ასოციაციასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, შეთანხმების ფარგლებში, სამინისტროსა და გაეროს ერთობლივი „პროექტი ჩემი უფროსი მეგობარი“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე გავრცელდება და იმ მოზარდების პრობლემების გადაჭრისკენ იქნება მიმართული, რომლებიც შემდგომი აღზრდისა და სწორი პიროვნული განვითარებისთვის უფროსის დახმარებას საჭიროებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში მოხალისე უფროსი მეგობარი 12 თვის განმავლობაში მის უმცროს მეგობრებთან გარკვეულ დროს გაატარებს, რომლის დროსაც მას წარმატებული კარიერისა და ცხოვრების მაგალითს მისცემს. ასევე, დადებითი გავლენას მოახდენს მის განვითარებასა და მომავალზე.

ბეჭდვა