შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი დააკავეს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ჩაგელიშვილმა და ხაბარელმა გიგანტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში ადმინისტრაციის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შსს-ს ინფორმაციით, მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი ადმინსტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არიან დაკავებულები. სასამართლომ მათ 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
