კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა საპატიმრო დატოვა
კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა საპატიმრო დატოვა
14:22 31.07.2020
სამ წლიანი პატიმრობის შემდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი გაათავისუფლეს.

"მე პირნათლად მოვიხადე სასჯელი. ჩემი სამომავლო გეგმები ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნა იქნება", - განაცხადა ვასილ ლელუაშვილმა.

ის სასჯელს კომპიუტერული ვირუსის შექმნის, უკანონო მოსმენების და ტელეკომპანია "მეცხრე არხის" დაზიანებისთვის იხდიდა.
ბეჭდვა