შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც 85459.15 ლარის ღირებულების, 40844.28 გრ ვერცხლის სამკაულები თურქეთის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „სარფი"-ს გავლით, სამგზავრო ავტობუსით შემოჰქონდათ.
გატარებული ღონისძიებების შედაგად, დაკავებულები არიან ორგანიზებული ჯგუფის წევრები - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნაზიმ რუფად კოპუკი, საქართველოს მოქალაქეები ერვანდ მნაცაკანოვი, ალისა მნაცაკანოვა, ალექსანდრე გაბროშვილი და ინგა ჭანტურია.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
