წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს
წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს
22:18 25.07.2020
25 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი", არადეკლარირებული საქონლის ქვეყნისსაზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ბ.ჯ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ფიზიკურიდათვალიერების შედეგად, 7 324,37 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის(3,300 კგ.) ნაკეთობები გამოავლინეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.





ბეჭდვა