თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა
15:09 24.07.2020
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა. როგორც ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ახლა გამოძიება 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამჟამად გამოძიება 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის და 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით არის აღძრული.
ბეჭდვა