დაკარგულ 13 წლის ბიჭს მეხუთე დღეა ეძებენ
დაკარგულ 13 წლის ბიჭს მეხუთე დღეა ეძებენ
09:35 23.07.2020
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 13 წლის ილია ფილფანს მეხუთე დღეა ეძებენ. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ბოლოს ის სოფელ ლენჯერში ნახეს.

სამძებრო სამუშაოებში 50-მდე მაშველია ჩართული. ძებნა მიმდინარეობს დრონების მეშვეობითაც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ბეჭდვა