გურჯაანში 37 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დაიხრჩო
15:17 21.07.2020
გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში 37 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არხში საბანაოდ შევიდა და იქიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.