რუისთან სატვირთო დაიწვა - დაშავებულია ერთი ადამიანი
რუისთან სატვირთო დაიწვა - დაშავებულია ერთი ადამიანი
11:56 17.07.2020
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ რუისთან სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შემდეგაც სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მხულის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ბეჭდვა