აღმაშენებლის გამზირზე 60 წლის მამაკაცი დაჭრეს
18:02 16.07.2020
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 60 წლის კაცი დაჭრეს. ადგილობრივების თქმით, მათ ერთი გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა დამატებითი დეტალები მათთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.