თურქმა სამართალდამცავებმა გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდის ცხედარი აღმოაჩინეს.
საქართველოს მოქალაქის ცხედარს კისრის არეში თოკის კვალი ეტყობა.
სამართალდამცავები ორ ვერსიას განიხილავენ - მკვლელობას და თვითმკვლელობას.
გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 28 წლისაა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
გამოძიება შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს.
