ზუგდიდში საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს
ზუგდიდში საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს
09:48 15.07.2020
ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ბინაში იმშობიარა, შემდეგ ბავშვის მამას დაუკავშირდა და გარდაცვლილი შვილის ცხედარი დაკრძალვის მიზნით გადასცა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება, სსკ-ის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე გულისხმობს.

ბეჭდვა