მესტიაში, მდინარე მულხურაში გადავარდნილ კაცს მეორე დღეა ეძებენ. მაშველებმა ავტომანქანა მდინარიდან
ამოიყვანეს, თუმცა მანქანაში მყოფი მამაკაცის პოვნა ვერ ხერხდება. სამძებრო სამუშაოებს მდინარის სწრაფი დინება აფერხებს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
