თბილისში აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავედა.
ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა, მათ შორის, ერთი ავტობუსი.
დაშავებულებს პირველადი დახმარება თვითმხილველებმა გაუწიეს, მოგვიანებით კი ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"მსუბუქი ავტომანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ამოტრიალდა და ამოტრიალებული დაგვეჯახა. გავაჩერე მგზავრები ჩამოვსვი ავტობუსიდან და დაველოდე საპატრულო პოლიციას. ავტობუსს მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული. ჩემი მგზავრები არ დაშავებულან", - განაცხადა ავტობუსის მძღოლმა მადონა დალაქიშვილმა.
