ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარეს
ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარეს
18:01 10.07.2020
"კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა", - ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
უწყება გვარამიას "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით იბარებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხება. 

"მთავარი არხის" ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის თქმით, გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვენ.
ბეჭდვა