რუსთავში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 41 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული
ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ცეცხლი მიზანმიმართულად გააჩინა.
მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეოების ევაკუაცია განახორციელეს.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
