საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა რუსთავის №16 დაწესებულების საზოგადოებრივი მისაღები მოინახულეს.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, დიპლომატები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგილ სიახლეებს გაეცნენ და საზოგადოებრივი მისაღების სერვისების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული რეფორმა მსჯავრდებულის ოჯახის წევრების, უფლებადამცველებისა და სხვა პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან მარტივი ურთიერთობისა და მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დაინერგა.
საზოგადოებრივ მისაღებში შესაძლებელია - მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება, განცხადების ჩაბარება და სხვა პროცედურების გავლა.
საზოგადოებრივი მისაღები უკვე №8, №18, №15 , №19 და №16 დაწესებულებებთან ფუნქციონირებს.
