რიონში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რიონში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
16:22 07.07.2020
რიონში მაშველებმა გარდაცვლილი 38 წლის მამაკაცი იპოვეს. სამაშველო ჯგუფი მამაკაცს 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ეძებდა.

სამძებრო ღონისძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მამაკაცის ნივთები მისმა მეგობრებმა მდინარის პირას იპოვეს.
ბეჭდვა