ზუგდიდში ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლა
ზუგდიდში ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლა
11:18 07.07.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ხანძარს 60 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო, ეძინა და ცეცხლის გაჩენა ვერ გაიგო.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სიგარეტის ნამწვიდან გაჩნდა და სახლი მთლიანად დაიწვა.
ბეჭდვა