პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, სასამართლომ გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, სასამართლომ გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულს 6  წლით თავისუფლების  აღკვეთა მიუსაჯა
10:37 01.07.2020
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და გაუპატიურების მცდელობისთვის მ.დ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ 2017 წლის 7 აგვისტოს, მისი ნაცნობის მ.ხ.-ს გაუპატიურება სცადა, რა დროსაც დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით მ.დ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბეჭდვა